14 ოქტომბერი 2026,   01:01
ვრცლად
ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პედაგოგების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.

დაჯილდოების ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი საქმიანობისა და პროფესიული ღვაწლის დაფასება, ასევე განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება.

დღის ამბები