17 ივნისი 2021,   00:56
ვრცლად
ფინანსთა მინისტრი ხვალ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება

რა გამოწვევები აქვს საქართველოს ეკონომიკას, ლარის კურსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა - ამ თემებზე სასაუბროდ ხვალ პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილი კანონმდებლების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ მინისტრს განმარტებების გაკეთება მოუწევს იმ უსაფუძვლო ბრალდებაზეც, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვას ეხება.

მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. სხდომაზე დასწრება აპირებს ოპოზიციაც.

დღის ამბები