22 ივნისი 2021,   23:28
ვრცლად
"სინოფარმი" 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის საქართველოში ერთადერთი ხელმისაწვდომი ვაქცინაა - სად გაიხსნება დამატებითი კლინიკები

საქართველომ მოსახლეობის ჩინური ვაქცინით აცრა მსოფლიო რეგულატორის გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე დაიწყო.

"სინოფარმის" ბუმი საქართველოში არ ცხრება. კლინიკები ყოველდღე ემატება, თუმცა თავისუფალი ადგილები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ისევ არ არის.

ამ დროისთვის ქვეყანაში პირველი დოზით აცრილია 55 ათასამდე ადამიანი, ეს ქვეყნის მოსახლეობის 0,7 პროცენტია, არადა სულ ასაცრელია მინიმუმ 60 პროცენტი.

საქართველოში დღეს ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18. გახშირდა რეინფიცირების ფაქტებიც.

ამიტომ, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. აცრა რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ COVID-19 უკვე გადატანილი გაქვთ, თუმცა ვაქცინაცია კორონავირუსის დიაგნოზის დასმიდან 4 თვის შემდეგ უნდა მოხდეს.

დღის ამბები