29 ივლისი 2021,   15:59
ვრცლად
საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ კორონავირუსით 300-მდე პირი დაინფიცირდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში ინფიცირება მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

"ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდენენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თითქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა," - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები