20 ივნისი 2021,   04:48
ვრცლად
ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ორასამდე ადამიანი გაიფიცა

ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ორასზე მეტი ადამიანი ხელფასის 30%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

მათი თქმით, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია და დღიურად 30 ლარს იღებენ. გაფიცულების თქმით, აღნიშნულ თანხაში საკვები და ტრანსპორტირების ხარჯები შედის. ადგილზე სამუშაოებს გზების და ხიდების ჩინური კომპანია ასრულებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი საკითხის განსახილველად ერთკვირიან ვადას ითხოვენ და გაფიცულებს მოლაპარაკებაზე ათი ადამიანის შეყვანას სთავაზობენ.

შეთავაზება მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის, ამბობენ, რომ დაპირებების აღარ სჯერათ და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.

დღის ამბები