16 მაისი 2021,   13:13
ვრცლად
ლაგოდეხის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ლაგოდეხის სტიქიით დაზარალებულებული მოსახლეობა მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ადგილობრივები სოფელ ბაისუბანში შეიკრიბნენ და სეტყვისგან მიყენებული ზარალის აღწერა და ანაზღაურება მოითხოვეს. მათი თქმით, სტიქიიდან ერთი კვირაა გასული, მოსავალი სრულად გაუნადგურათ, თუმცა ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები არ აქვთ, მოხდება თუ არა ზარალის ანაზღაურება.

ლაგოდეხის მერიაში აცხადებენ, რომ მათ, ვისაც დაზღვეული არ ჰქონდათ მოსავალი, ზარალი ვერ აუნაზღაურდებათ. მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აანაზღაურებს ზარალს, ვინაიდან ამის რესურსი არ გააჩნია.

29-30 აპრილს სტიქიამ კახეთში 4 მუნიციპალიტეტი დააზარალა.

დღის ამბები