20 ოქტომბერი 2026,   16:35
ვრცლად
სარესტორნო ბიზნესი შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას და კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს

პანდემიის ფონზე რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვს სარესტორნო ბიზნესი - ობიექტების წარმომადგენლები შაბათ-კვირას მუშაობის უფლებასა და კომენდანტის საათის გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

რესტორატორების გარდა ბრიფინგს უერთდებოდა სხვა არაერთი ასოციაცია, სხვადასხვა ბიზნეს სექტორი, მათ შორის, სავაჭრო სფეროს და ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები, სასტუმროების ბიზნესის და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სფეროები და ა.შ.

მათი მთავარი სათქმელი დღეს იყო ის, რომ უმჯობესია ეფექტური მართვა, ვიდრე იყოს ხისტი მიდგომა და პირდაპირი შეზღუდვები მიუხედავად იმისა, რომ მატულობს სტატისტიკა და მოსალოდნელია, რომ იფიქროს ხელისუფლებამ და საკოორდინაციო საბჭომ კვლავ შეზღუდვების გაფართოებაზე.

ბიზნესასოციაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ერთობლივი ფორმატი შექმნან და მათი ჩართულობით შემუშავდეს კონკრეტული გზები თუ როგორ შეიძლება შეზღუდვების გარეშე მოხდეს ეფექტური მართვა ბიზნესის და არ დაზარალდეს ამ გზით ეკონომიკა.

"ზაფხულის პერიოდი იწყება ტურისტული სექტორი უნდა აღდგეს და ამისთვის კრიტიკულია, რომ საღამოს ელემენტარულად მეტი დრო და სივრცე არსებობდეს ქმედებისათვის," - სავაჭრო ცენტრების ასოციაციის წარმომადგენელი ლევან ყარალაშვილი

რესტორატორების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყანაში გაგვაჩნია სამი უმძიმესი კრიზისი: პოლიტიკური, ეკონომიკური და კოვიდკრიზისი. შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთობლივი გზით უნდა მოიძებნოს.

"შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესმა როგორ შეიძლება კოვიდვითარებასთან ბრძოლა," - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

დღის ამბები