19 აპრილი 2021,   06:52
ვრცლად
რუსეთის ოკუპაციის საფასური, 4 ცხედარი ერთ დღეში - საოკუპაციო რეჟიმის ქართველი ტყვეები და ჩაკეტილი ენგურის ხიდი

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ყოველდღე საფრთხეში აგდებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც, წლებია, ცხოვრება არაადამიანურ პირობებში უწევთ.

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გალის მკვიდრი მოსახლეობა ცურვით ცდილობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. ეს ნაბიჯი კი ხშირად ტრაგედიით სრულდება.
დღეს მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მდინარე ენგურიდან 4 მოქალაქის ცხედარი ამოიტანეს.

მათ შორის არის ცოლ-ქმარი, ასევე - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები დარჩა და 60 წლამდე მამაკაცი. შამგონა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებს, სიდას და თაგილონს, ესაზღვრება.

დღის ამბები