შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელთან სამაშველო პროცესში უკვე ჩაერთო კატერი - სავარაუდოდ ის იქნება გამწევი ძალა ნავისთვის, რომელშიც კუნძულზე ჩარჩენილ შინაურ ცხოველებს მოათავსებენ.
"კურიერის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მხოლოდ თხების და ცხვრების გადმოყვანა იგეგმება, რადგან მათ ბაგაში დაბმული ციკნები და ბატკნები ელოდებიან, რომლებიც უკვე ორი დღეა შიმშილობენ.
რაც შეეხება მსხვილფეხა საქონელს, ისინი კვლავ კუნძულზე რჩებიან. მათთან არიან მწყემსები. მათი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა სავარაუდოდ წყლის ნაკადის დაკლების შემდეგ მოხდება.