თელავში ორმა პირმა ცივი იაღარის მუქარით მაღაზია დააყაჩაღა.
"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა კომერციული ობიექტიდან მეპატრონეს 50 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მალევე დაკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.