23 აპრილი 2021,   22:18
ვრცლად
35 წლის პატიმარმა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითდაზიანებები მიიყენა

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა ჩაფიძეს დაზიანება მუცლის არესა და ხელებზე აღენიშნება.

პატიმრის მეუღლის, ადვოკატ ნინო მეფარიშვილი ინფორმაციით, პატიმარმა დაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მას ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და საავადმყოფოში არ გადაჰყვათ. ამ დროისთვის ბრალდებულის მდგომარეობა რთულია, ადვოკატის ინფორმაციით, მას ჭრილობებზე სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, რადგან ციხეში მედიკამენტები აქვთ.

ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი საავადმყოფოში პროკურატურის დაკვეთით არ გადაჰყავთ, რადგან სურთ პატიმარს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას.

პატიმრის მეუღლე დახმრებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. ზაზა ჩაფიძე სასჯელს 2020 წელს ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით იხდის.

ადვოკატის თქმით, პატიმარი უდანაშაულოა და მას სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული ბრალდება.

დღის ამბები