18 ოქტომბერი 2026,   01:26
ვრცლად
სამართალდამცველებმა ყალბი საბანკო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტები საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მისაღებად მზადდებოდა.

ამოღებულია რამდენიმე ათეული მსგავსი დოკუმენტი, ასევე თანხაც, რომელიც უკანონო ქმედებისთვის მოქალაქეებმა გადაიხადეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული პასუხისგებაში მიეცენ სხვა პირებიც.

დღის ამბები