26 თებერვალი 2021,   23:06
ვრცლად
პანდემიის დროს შექმნილი ფერწერული ტილოები - არტ-ვილა გარიყულაში მხატვარ ყარამან ქუთათელაძის გამოფენა იხსნება

21 წლიანი პაუზის შემდეგ არტ-ვილა გარიყულაში მხატვარ ყარამან ქუთათელაძის გამოფენა იხსნება.

პანდემიის დროს შექმნილი ფერწერული ტილოები, სწორედ რომ ამ დროის გამოძახილია.

შერეული ტექნიკით შესრულებული წარმოდგენილი ნიმუშები წარმოსახვით ლანდშაფტებს ასახავენ, რომლებიდანაც ადამიანის კვალი გამქრალია.

ფერმწერის ახალი სერია არტ-ვილა გარიყულას საექსპოზიციო დარბაზში უკვე ხვალიდან გამოიფინება და გამოფენაზე დასწრება დამთვალიერებელს რეგულაციების დაცვით შეეძლება.

დღის ამბები