07 მარტი 2021,   17:20
ვრცლად
 სპეცოპერაცია კასპში - შს სამინისტრო მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპშიჩატარებული სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს.

"კურიერის" ინფორმაციით, ქვის საამქროში შეიარაღებულ პირს 2 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომლებიც სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სამართალდამცველი საამქროს მფლობელია და მან მძევლად საწარმოს მუშები აიყვანა.

სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია "კურიერისთვის" დილიდან გახდა ცნობილი, თუმცა არხი მძევლების გათავისუფლებამდე სამართალდამცველებისა და დაკავებულის მოლაპარაკებების პროცესს საგანგებოდ არ გადასცემდა პირდაპირ ეთერში, რათა ოპერაციას ხელი არ შეშლოდა.

 

დღის ამბები