26 თებერვალი 2021,   22:39
ვრცლად
გურჯაანში დაჭრილი სამი პირიდან ერთ-ერთი კლინიკიდან გაწერეს

დაპირისპირება გურჯაანის სოფელ ზეგაანში რომელიც დაჭრით დასრულდა ადგილობრივების ინფორმაციით, დაბადების დღის სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც სამ ახალგაზრდა მამაკაცს - მათთვის უცნობმა პირმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ზეგაანში მცხოვრებთა ერთ-ერთი ვერსიით, სამივე დაჭრილი ხორცის რეალიზაციას ეწევა და ინციდენტი სწორედ მათ საქმიანობას მოჰყვა.

სამივე დაშავებული გუშინ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს, მათ დაზიანებები გულ-მკერდის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული.

სამი დაჭრილიდან ერთ-ერთი კლინიკიდან უკვე გამოწერეს, ხოლო დანარჩენი ორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქირურგი გიორგი გოგინაშვილის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ დანაშაულის იარაღი უკვე ამოღებულია და გამოძიება 117-მუხლით დაიწყო, დანაშაული კი 9-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები