01 მარტი 2021,   02:08
ვრცლად
შერიგება შედგა - ბუკნარში ოთხდღიანი დაპირისპირება მუსლიმებისა და ქრისტიანების ორი პარალელური ლოცვით და ხელის ჩამორთმევით დასრულდა

ბუკნარში ოთხდღიანი დაპირისპირების დასრულების სიმბოლო თანასოფლელი მუსლიმის და ქრისტიანის ხელის ჩამორთმევა გახდა.

ორივე თემის წევრები შეთანხმდნენ, რომ სოფელი თითქმის ერთი წლის წინანდელ მოცემულობას დაუბრუნდება, როდესაც ქრისტიანები ეკლესიაში, მუსლიმები კი სალოცავ სივრცეში თავისუფლად და უსაფრთხოდ ლოცულობდნენ.

ბუკნარელების მხრიდან ითქვა, რომ დაძაბულობა არასწორმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომ თითქოს მუსლიმები სალოცავ სახლთან მინარეთის მშენებლობას აპირებდნენ, რაც ვირტუალურ და რეალურ სივრცეში დისკრიმინაციული მიმართვების საფუძველიც გახდა.

დღის ამბები