



"ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, რომ კლინიკებში საწოლების დამატება ინტენსიურად მიმდინარეობს.
"მე ვსაუბრობ 18 ჰოსპიტალზე ქვეყნის მასშტაბით და ამ წუთის მდგომარეობით, დატვირთვა კოვიდის მდგომარეობით, არის 80/81%, რაც იმას ნიშნავს, რომ 19% საწოლების თავისუფალია. შეიძლება ერთ რეგიონში მეტი იყოს დატვირთვა, მეორეში ნაკლები. ამიტომ საფრთხილოდ არის ამაზე სასაუბრო. ყოველდღიურად ჩვენი ქსელიდან ეწერება 120/130 პაციენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ბრუნვაშია და დღის განმავლობაში თავისუფლდება 120/130 საწოლი და ჩვენ შეგვიძლია ყოველდღე ამ რაოდენობის ახალი პაციენტი მივიღოთ.,"-განაცხადა "დღის კურიერში" "ევექსი ჰოსპიტლების" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა.
მისივე განცხადებით, "ევექსისის" საავადმყოფოებში სულ 9 000-მდე თანამშრომელი მუშაობს და აქედან, ქვეყანაში კოვიდის დაწყებიდან დღემდე, 1200 თანამშრომელია ინფიცირებულია.
"კარგი ის არის, რომ 800-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია და დაბრუნდა სამუშაო ადგილებზე. დაახლოებით 400 თანამშრომელი რჩება, რომელიც არის აქტიური კოვიდინფიცირებული და სამწუხაროდ, ჩვენი 6 თანამშრომელი გარდაიცვალა,"-განაცხადა დღის კურიერში" გიორგი მინდიაშვილმა.
როგორც გიორგი მინდიაშვილმა აღნიშნა, "ევექსისი ჰოსპიტალებში" მასიური საკადრო დეფიციტი არ იქნება, რადგან გამოჯანმრთელებული თანამშრომლები კლინიკებში უკვე ბრუნდებიან.