15 იანვარი 2021,   22:53
ვრცლად
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც პოლიციელებზე მუქარას შეიცავს

რამდენიმ წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც პოლიციელებზე მუქარას შიცავს.

ოპოზიციის მხარდამჭერი და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი ასლან ვაშაყმაძე, ავრცელებს ვიდეოს, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით მოუწოდებს ხალხს - "პოლიციელების სახლიდან გამოთრევას და მათ აჩეხვას".

"კურიერი" ფაქტის კომენტარისთვის  ირაკლი ოქრუაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ვიდეო არ უნახავს და მისთვის ვიდეოს შინაარსიც უცნობია.

დღის ამბები