18 იანვარი 2021,   08:21
ვრცლად
ბათუმში ერთ-ერთი ფიტნესკლუბის ხელმძღვანელი დააკავეს - მიზეზი შეზღუდვების დაუმორჩილებლობაა

ბათუმში ერთ-ერთი ფიტნესკლუბის ხელმძღვანელი დააკავეს. შსს ინფორმაციით, ობიექტი დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილა და მუშაობას მაინც აგრძელებს. გუშინ, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ფიტნესკლუბს 10 000 ლარიანი ფინანსური სანქცია დააკისრა, დაწესებულებამ ფუნქციონირება მაინც გააგრძელა.

შსს ინფორმაციით, კლუბის მეპატრონე 248-ე მუხლით დააკავეს. ამ წუთებში ფიტნესკლუბთან ოპოზიციის წარმომადგენლები და დაკავებულის ახლობლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

დღის ამბები