16 იანვარი 2021,   20:03
ვრცლად
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მშობლების გვერდით დაკრძალეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მშობლების გვერდით დაკრძალეს. მცირე ცერემონიალს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.

ფეხბურთელის დაკრძალვის დღეს მარადონას გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

გულშემატკივრებმა ფეხბურთელის სასახლესთან მიახლოება სცადეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

არგენტინელ ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად რიგში ათასობით ადამიანი იდგა. ფეხბურთელი ორი დღის წინ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

დღის ამბები