15 იანვარი 2021,   22:01
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულთან ადვოკატების კონტაქტის გამო, შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა გადაიდო.

ბრალდებულების ადვოკატებმა მოსამართლეს წერილობით შეატყობინეს, რომ შაქარაშვილის საქმის სხვა ეპიზოდზე კორონავირუსით ინფიცირებული დამცველის კონტაქტები არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მოსამართლემ ადვოკატებს კორონავირუსის დამდგენი ტესტის პასუის წარდგენა შემდეგი სხდომისთვის დაავალა. სხდომაზე დამსწრე ადვოკატის, ლელა გოგოლაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანთან ჰქონდა შეხება, შესაბამისად, ის, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ბრალდებულების ტესტირების რეკომენდაციით მიმართავენ.

დღის ამბები