28 ნოემბერი 2020,   15:45
ვრცლად
"მოდერნას" ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება

"მოდერნას" ვაქცინის თითო დოზას ქვეყნები 25-დან 37 აშშ დოლარად შეიძენენ, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა განაცხადა. მისი თქმით, ღირებულება დამოკიდებულია ვაქცინების რაოდენობაზე, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა შეიძენს. 

"ჩვენი ვაქცინის ღირებულება თითქმის იგივეა, რაც გრიპის ვაქცინის, რომელიც 10 დოლარიდან 50 დოლარამდე ღირს," - განაცხადა ბანსელმა. 

"ჯერჯერობით ხელმოწერილი არაფერია, თუმცა ევროკომისიასთან საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს ვართ განაცხადა ბანსელმა WamS-თან და აქვე დასძინა, რომ კონტრაქტი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იქნება მზად. 

"მოდერნას" ინფორმაციით, მისი ექსპერიმენტული ვაქცინის ეფექტიანობა კოვიდის პრევენციისთვის 94.5 პროცენტია. 

დღის ამბები