02 დეკემბერი 2020,   17:59
ვრცლად
"გპირდებით, მე შევძლებ ბორდერიზაციის გაჩერებას" - ნინო ბურჯანაძემ გორში ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა 

ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ამ წუთებში გორში იმყოფებიან.

ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა შიდა და გარე რესურს გამოიყენებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოაგვაროს. მისივე განმარტებით, ის ასევე შეძლებს რუსეთთან მოლაპარაკებას და ურთიერთობის აღდგენას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს მარტივი არ იქნება.

"მე მჯერა, რომ აი ეს დიდი სიახლოვე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს ოს თანამემამულეებთან ძალიან სერიოზულ საძირკველს შექმნის იმისათვის, რომ ჩვენ სწრაფად ვიპოვოთ კვლავ საერთო ენა, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები და მოვაგვაროთ ის პრობლემა, რასაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება ჰქვია.

მე არ ვარ პოპულისტი და მატყუარა, არ მოგატყუებთ ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ ამაში გამოვიყენო ქვეყნის შიდა და გარე რესურსებიც. დიახ მე შევძლებ რუსეთთან მოლაპარაკებას, შევძლებ ურთიერთობის აღდგენას, მე შევძლებ ბორდერიზაციის გაჩერებას და შევძლებ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს და მე ამას გპირდებით," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები