04 დეკემბერი 2020,   00:55
ვრცლად
"ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს" - NCDC მოსახლეობას ცრუ ზარების შესახებ აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაუდგენელი პირები მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ და "კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს" სთავაზობენ. უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

"ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს," - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

დღის ამბები