24 ნოემბერი 2020,   22:36
ვრცლად
არაორდინარული დღეა, სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება გიწევთ - პრემიერმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მომავალ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა. 

"ხაზგასმით მოგესალმებით, სტუდენტებო, მესმის, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, მესმის, რომ არაორდინარული დღეც არის, თქვენ გიწევთ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება. ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ, ყველანი უნდა შევეგუოთ.

ესეც გაივლის, მაგრამ დარჩება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარჩება თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გადაიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე. ყველას კარგად გვესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გამართულ, სრულფასოვან ძლიერ განათლების სისტემა იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები