24 ნოემბერი 2020,   22:51
ვრცლად
სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებით შეიძლება მივიღოთ უნივერსიტეტის კლასტერი - "ლელო"

"ლელო საქართველოსათვის" უნივერსიტეტებში სწავლის ონლაინ რეჟიმში გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს. პარტიაში პროგნოზირებენ, რომ სტუდენტების ფიზიკური დასწრება ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის.

ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვახტანგ სურგულაძემ ბრიფინგი გამართა

"უნივერსიტეტი არის ყველაზე სახიფათო ზონა, ანუ, ინფექციის გადაცემის ყველაზე მაღალი რისკი. უნივერსიტეტების უმრავლესობაში არ არიან მზად იმისათვის, რომ უსაფრთხოდ მიიღონ სტუდენტები და განაგრძონ ოფლაინ სწავლა. სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებით, შეიძლება მივიღოთ, პირობითად ასე დავარქმევ - უნივერსიტეტის კლასტერი,"- განაცხადა მან. 

დღის ამბები