03 დეკემბერი 2020,   23:37
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი, დღეს დილიდან მცხეთის სასამართლოში განახლდება. იგეგმება ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა, თუმცა კონკრეტულად ვინ მისცემს ჩვენებას, ადვოკატებისთვის უცნობია. 5 ბრალდებულიდან დანაშაულს არც ერთი არ აღიარებს.

უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ დაკავებულთა დანაშაულის დადასტურება ამ დრომდე ბრალდების ვერც ერთმა მოწმემ ვერ შეძლო.

"საქმე მკვლელობის ეპიზოდზე განიხილება, ამასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე წარმოადგენს საკუთარ მოწმეებს, ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება მათთან შესაბამისი შეკითხვები. არჩილ გაგნიძის პოზიცია უცვლელია, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. არცერთი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მას რაიმე შემხებლობა აქვს დანაშაულთან," - აცხადებს არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

დღის ამბები