29 ოქტომბერი 2020,   21:30
ვრცლად
ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი და COVID-19-ის ახალი ცხელი წერტილები - საქართველო მწვანე სტატუსის დაკარგვის ზღვარზეა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მხრივ, აჭარის რეგიონი კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, სადაც ​დღეს კოვიდის გავრცელების მარტო ერთი ობიექტიდან - "ტექსტილის" საწარმოდან 1000 თანამშრომელი გადაიყვანეს იზოლაციაში.

ქვეყანაში ბოლო 48 საათში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. დღეს გარდაცვლილი პაციენტი მძიმე მდგომარეობით ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციაში მკურნალობდა. ვირუსმა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ვირუსი გავრცელების რისკია ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოშიც, სადაც დღეს აპარატის 5 თანამშრომელს ინფექცია დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს, რადგან წყარო დაუდგენელია.

ზუგდიდის ივერის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მეუფე გერასიმე და კიდევ 30 პირი, მათ შორის სტიქაროსნები და ბერების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მგალობელს, რომელიც 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას ღამით ტაძარში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე COVID-19 ლაბორატორიულად ამავე ტაძრის მესანთლესაც დაუდგინდა.

ახალი ინფიცირების კერა გამოვლინდა ქუთაისშიც. სასურსათო მაღაზია "ემ ჯი"- ის 7 თანამშრომელს, მათ შორის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 37 პირი კი იზოლაციაშია გადაყვანილი. 

დღის ამბები