28 ოქტომბერი 2020,   10:54
ვრცლად
10 წელზე მეტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და რატომ ითვლება ეს არაკორექტულ ქმედებად, არ ვიცი - თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ უკვე 10 წელზე მეტია "ქართული ოცნების" მომხრეა და მაშინ არანაირი კორონავირუსი არც არსებობდა. მისი განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ იყენებენ კორონავირუსს პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ეს მისი გააზრებული გადაწყვეტილებაა.

"მე არ ვიცი კორონავირუსს რატომ იყენებენ პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში. მე 10 წელზე მეტია, რაც ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ "ქართული ოცნების", კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ და რატომ გვეთვლება ეს მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად არ ვიცი.

იგივე ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ პოპულარული ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია მე მგონია. ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კომპანიებში და ღიად უჭერს მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა? მათ რამე დააშავეს? ჩვენ რატომ დავაშავეთ? ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები