29 ოქტომბერი 2020,   21:40
ვრცლად
"გირჩი" საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატების მიერ შარდის ჩაბარების აუცილებლობის შესახებ კანონს ასაჩივრებს

"გირჩი" საკონსტიტუციო სასამართლოში  იმ კანონს ასაჩივრებს, რომლის მიხედვით დეპუტატობის კანდიდატებმა შარდის ანალიზი უნდა ჩააბარონ. სარჩელი სასამართლოში პარტიის წევრმა ლალი ანთიძემ დღეს შეიტანა.

მისი თქმით, ეს პროცედურა შეურაცხმყოფელია და ითხოვს, ეს ნორმა არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს.

ლალი ანთიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში "გირჩის" სიით პირველი ნომერია.

დღის ამბები