სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს "გურიის მოამბის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა.
"რუსთავი 2-ის" კითხვაზე უწყებაში განმარტეს, რომ პატიმარი ინიციალებით ა. მ. დაწესებულებაში საერთოდ არ ფიქსირდება, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რაც პენიტენციური სამსახურის განცხადებით კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უწყებაზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.