29 ოქტომბერი 2020,   20:52
ვრცლად
ამბობს, რომ მას არავის დაზიანების სურვილი არ ჰქონია - მერაბ ბესელიას ადვოკატი

რაგბის კავშირის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მორაგბის დაზიანება არ უნდოდა და გასროლა უბრალოს კონფლიქტურ სიტუაციას მოჰყვა.

როგორც ადვოკატი პაატა მეხრიშვილი აცხადებს, დღეს საქმის მასალებს გაეცნობა, რის შემდეგაც დაცვის სტრატეგიას შეიმუშავებენ. 

"ის ძალიან განიცდის ამ ინციდენტს. ამბობს, რომ მას არავის დაზიანების სურვილი არ ჰქონია, იყო კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც მოჰყვა გასროლა. რომელიც არ იყო მიმართული არავის დაზიანებისკენ და არც სიცოცხლის მოსპობისკენ. დღეს მოხდება მისთვის ბრალის წარდგენა, გადმომეცემა საქმის მასალები, რომელსაც გავეცნობი და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით დაცვის სტრატეგიაზე. ასევე, დღესვე გაიმართება აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს სხდომა,"-განაცხადა ადვოკატმა. 

მერაბ ბესელიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. დღესვე, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე იმსჯელებს. 

შეგახსენებთ, რომ მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია რაგბის კავშირის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. დაკავებული ზაჰესის იზოლატორში იმყოფება 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი - 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დღის ამბები