29 სექტემბერი 2020,   11:47
ვრცლად
თელავში ავარიის შედეგად მანქანა ხეს შეეჯახა

თელავში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დღის ამბები