03 ნოემბერი 2026,   10:08
ვრცლად
სასტუმროებს ინსპექტირების წარმატებულად ჩატარების შემდეგ მიეცემათ უფლება, უმასპინძლონ ვიზიტორებს - მარიამ ქვრივიშვილი

დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. სასტუმროები ვიზიტორებს იღებენ, ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმის ყველა სხვა სერვისიც. საქართველოში არსებულ სასტუმროებსა და განთავსების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სასტუმროებს მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ გაიარეს შემოწმება და მიიღეს სპეციალური ნებართვა.

"კერძო სექტორი დღითიდღე უფრო მეტად ემზადება საქართველოს მოქალაქის გამასპინძლებისთვის. ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პირობებში მოუწია კერძო სექტორს, რომ დანერგოს, პარალელურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, განთავსების ობიექტებს უმეტესად მოუწევთ, რომ გაიარონ ინსპექტირება, ხოლო ინსპექტირების წარმატებულად ჩატარების შემდეგ მიეცემათ უფლება, რომ უმასპინძლონ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომ მიმდინარე წელს იმოგზაურონ საქართველოში,"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ შიდა ტურიზმის გახსნას კერძო სექტორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

"შიდა ტურიზმი არის ამწუთას ის შანსი კერძო სექტორისთვის, რომ მაქსიმუმი შეძლოს სასტუმრომ და ტურისტულმა ორგანიზაციამ ოპერირებისთვის და ბიზნესები არ გაჩერდეს, ამას ხელს უწყობს მთავრობის მხრიდან სტიმულირება და იმის პროპაგანდა, რომ მაქსიმალურად გადაადგილდნენ ქართულ სასტუმროებში და იმოგზაურონ ჩვენი ქვეყნის რეგიონებში,"-განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.

დღის ამბები