10 აგვისტო 2020,   19:34
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების რიცხვი 8-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით ამ ეტაპზე ქვეყანაში 746 ახალი COVID ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.

3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის COVID-19 საქართველოში 576-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 2 966 ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250 მოქალაქე. 

დღის ამბები