27 ოქტომბერი 2026,   13:09
ვრცლად
დღეს, სერბეთის ყველა კუთხეში ხალხის ხმა ისმის. მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება, სერბეთი უნდა შეიცვალოს - რადომირ შაიჩიჩი

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურმა ოპოზიციურმა სიამ გაიმარჯვა, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა. წინასწარი შედეგების მიხედვით, "სტუდენტური სია" 50%-ზე მეტით ლიდერობს, მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ კი ხმების დაახლოებით 40%-ი მიიღო.

დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული "დიფ სთეითის" მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა.

წინასწარი მონაცემებით, პარტია "სტუდენტური სია" პარლამენტში 135-დან 140-მდე მანდატს მიიღებს. ეს მოძრაობა ევროკავშირთან თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. ასევე, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და კოსოვოს დამოუკიდებლობის არ აღიარებს.

"დღეს, სერბეთის ყველა კუთხეში ხალხის ხმა ისმის. მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება. სერბეთი უნდა შეიცვალოს. მადლობა ყველას, ვინც დანებებაზე უარი თქვა, ხმა აიმაღლა და ერთმანეთს გვერდში დაუდგა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი მხოლოდ რჩეულთა მცირე ჯგუფს კი არა, ყველა მოქალაქეს ეკუთვნის", - განაცხადა სერბეთის "სტუდენტური სიის" კანდიდატმა რადომირ შაიჩიჩმა.

დღის ამბები