28 ნოემბერი 2020,   15:49
ვრცლად
ოფიციალური ერევანი ეჭვობს, რომ საქართველოში COVID-19-ის სტატისტიკა ზუსტი არ არის

ოფიციალური ერევანი ეჭვობს, რომ საქართველოში COVID-19-ის სტატისტიკა ზუსტი არ არის. შესაბამისი განცხადება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა გააკეთა. ტოროსიანი დაინტერესდა საქართველოში სტატისტიკა მოიცავს, თუ არა პნევმონიით გარდაცვლილებს, რომლებსაც ამავე დროს, COVID-19-ის დიაგნოზი ჰქონდათ. მისი თქმით, სომხეთის ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზეც ისაუბრა.

"ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს. არსებობს სხვაობა მოქალაქეებში ტესტების ჩატარების მეთოდოლოგიაში. რა თქმა უნდა, მე არ გამაჩნია 100%-იანი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია ეს ჩვენს პრიორიტეტულ მიზნად, თუმცა, შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან ყველა PCR ტესტი არ იყოს. მათი ნაწილი შესაძლოა, ყოფილიყო კორონავირუსის ექსპრეს-ტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგან არ ვენდობით. ამასთან, იტარებენ თუ არა კორონავირუსზე ტესტს მოქალაქეები, რომლებსაც რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ კითხვაზე პასუხი მე არ ვიცი და არც მსურს, ვიცოდე, რადგან ეს ჩვენი პრობლემა არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ტესტი უტარდებათ საქართვლოს გავლით სომხეთში ჩასულ პირებს, მათ შორის, ქართველ მძღოლებს და ტესტის პასუხი დადებითია,"- აცხადებს სომხეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

 

დღის ამბები