ონლაინ პორტალი, სადაც უმუშევრად დარჩენილები საბანკო ამონაწერს დაარეგისტრირებენ უახლოეს დღეებში ამოქმედდება.
საბანკო ამონაწერის საფუძველზე თვითდასაქმებულები შეძლებენ მთავრობისგან ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარის ოდენობის თანხა მიიღონ.
თვითდასაქმებულების ის ნაწილი კი ვისაც შემოსავალი არ უფიქსირდება ბანკში, იურიდიული პირისგან საჭიროებენ შესაბამის საბუთს, რომელიც დაამტკიცებს კონკრეტული პირის დასაქმებას.
უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის პირობებში უმუშევრად დარჩნენ მძიმე სოციალურ პირობებს ვერ უმკლავდება, მათი დიდი ნაწილი კი შესაძლოა 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გარეშეც კი დარჩეს.
პიზიკური პირები შესაბამისი საბუთის გაცემას ვერ მოახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გარეშეც დარჩება.
უმუშევრად დარჩენილი ის ადამიანები კი, ვინც ფიზიკურ პირებთან იყვნენ დასაქმებულები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ გაუჭირდებათ იურიდიული პირისგან შესაბამისი საბუთის აღება.
"პანდემიის გამო დავკარგე სამსახური, ვზივარ უმუშევრად. 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება ვის უნდა ეყოს, მაგრამ ესეც რომ არ დავკარგო მივაკითხე, დაზუსტება მინდოდა როგორ უნდა ამეღო თანხა, თუმცა ზუსტად თვითონაც არ იციან,"- განაცხადა ერთ-ერთმა თვითდასაქმებულმა.
ზუსტი ციფრი რამდენი უმუშევარი ადამიანია საქართველოში პანდემიის შემდეგ ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი თამილა ბარკალაია აღნიშნავს, რომ მოქალაქეები, რომლებიც აღრიცხული არიან, დახმარებას მარტივად მიიღებენ.
რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პროცესი გაცილებით უფრო რთული იქნება.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას პოზიციას, მისი თქმით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია კერძო კომპანიები გვერდში დაუდგნენ დასაქმებულებს და შესაბამისი ცნობები გასცენ.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.