26 ნოემბერი 2020,   20:33
ვრცლად
ჩხრეკა ვაკეში - ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი SMS შეტყობინებები, სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირიდან გაიგზავნა

ვაკეში, ჭავჭავაძის 15 ნომერში ჩხრეკა მიმდინარეობს, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი SMS შეტყობინებები გაიგზავნა და მოსახლეობის პანიკას ისახავდა მიზნად. 

სამართალდამცველები დეტალებზე არ საუბრობენ. 

ამ თემასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. 

"მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები