24 ნოემბერი 2020,   18:55
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორიიდან 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ველოდებით - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული მე-4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი დამძიმება არ დაფიქსირებულა. ამასთან როგორც ცერცვაძემ განაცხადა, გადამოწმდა წინა 3 დაინფიცირებული პაციენტის ანალიზებიც და მათ COVID-19-ის ვირუსი ისევ აქვთ:

"ბოლო დადასტურება იყო გუშინ შემოსულ პაციენტზე, ახალგაზრდა მამაკაცი 44 წლის, რომელიც 1 კვირით იმყოფებოდა იტალიაში. დღეს ამ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, შემდგომი დამძიმება არ დაფიქსირებულა. პირველ 3 პაციენტს გადაუმოწმდა და მათ კვლავ აქვთ ის ვირუსი. ჩინელების გამოცდილებით, ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს, იმიტომ, რომ არ გვყავს განკურნებული პაციენტი, ვირუსის გაქრობა მოსალოდნელია დასაწყისიდან 2 კვირის შემდეგ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიიდან 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, რომლებიც ინფექციურ კლინიკაში დღეს, შუადღის შემდეგ შევიდნენ.

"ამ ეტაპზე ველოდებით ვინც ჩვენთან წვანან, 4 მათგანის პასუხს. ის რაც გადაგზავნილი იყო უარყოფითი პასუხები მოვიდა ყველა, ახლა ველოდებით 4-ს კიდევ. დღეს შემოსულები არიან, ვინც შუადღეზე შემოვიდა და მერე,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები