მეტროსადგური "სარაჯიშვილი" ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით დაიხურა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
უწყების ცნობით, დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს და სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.
"მეტროსადგური "სარაჯიშვილი" დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას.
მეტროსადგური ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს.
დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - განაცხადეს კომპანიაში.