27 იანვარი 2021,   00:58
ვრცლად
"რუსთავი2"-მა ქობულეთში მომხდარი მკვლელობის კადრები მოიპოვა

"რუსთავი 2"-მა მოიპოვა კადრები, სადაც ქობულეთში, 28 წლის გიორგი ჯაბნიძის მკვლელობაა ასახული. ვიდეოში, სავარაუდო დამნაშავე არჩილ ცეცხლაძე ჩანს, გავრცელებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები ახალგაზრდას ჯერ დანით, შემდეგ კი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. გარდაცვლილი წარსულში ნასამართლევია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.

სავარაუდოდ, მკვლელობას წინ ფინანსური საკითხის გამო დაწყებული კონფლიქტი უძღოდა. გამოძიების ვერსიით, შემთხვევის შემდეგ დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა დანაშაულის ადგილი ავტომობილით დატოვეს და გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ.

დღის ამბები