4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებს მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდებათ. პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. ნოემბერში ციხეს დატოვებენ ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანიაც.
ამ საქმეზე ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი 5-5 წლით. საპროცესო შეთანხმების ზუსტი დეტალები პროცესზე გახდება ცნობილი.