"რუსთავი 2"-ის ეთერში, ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მასშტაბური პროექტის "ნიჭიერის" პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგა. "ნიჭიერის" გუნდი ახალი სეზონის მოსამზადებლად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
მაყურებელმა ემოციებით, მოულოდნელობებით, შთამბეჭდავი და სარისკო ნომრებით სავსე გადაცემა იხილა. პირველ ეპიზოდშივე ჟიურიმ "ოქროს ღილაკის" მფლობელი ორი ნიჭიერი გამოავლინა.
მეთორმეტე სეზონი არაერთ სიახლესა და სიურპრიზს აერთიანებს. პროექტის მიზანი უცვლელია - აღმოაჩინოს ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი და მაყურებელს მრავალფეროვანი, სანახაობრივი შოუ შესთავაზოს.
"ნიჭიერს" მაყურებელი ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე "რუსთავი 2-ის" ეთერში იხილავს.