"ახალის" ლიდერმა საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაბუთება "ეუთოს მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაში მოყვანილი ფაქტებით სცადა, რომელიც ადგილობრივი ენჯეოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩვენებებს ეფუძნება.
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს კიდევ ერთ ლუსტრაციად აფასებს, რომ გარე ძალები, საქართველოში მოქმედი "ენჯეოები" და ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ საერთო გეგმით მოქმედებენ.
"შეფასების ნაწილში, მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ჩვენებებში სახელმწიფო ინსტიტუტებზე მმართველი პარტიის კონტროლის აღსაწერად გამოიყენება ტერმინი სახელმწიფოს მიტაცება, რომ კანონი და სახელმწიფო ინსტიტუტები ოპოზიციის დასაშლელად გამოიყენება, ეს საექსპერტო ჩვენებებია იმ ექსპერტების, ვისაც ის შეხვდა, და გამოიყენება ოთხი ინსტრუმენტი, რომელთაგან პირველი ცალკეული პარტიების აკრძალვის სარჩელებია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გვარამიამ სხდომაზე ღიად დაადასტურა ის, რაზეც ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს - დასავლური ორგანიზაციების ანგარიშები რეალურად ადგილობრივი ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული "ენჯეოების" კარნახით იწერება.