27 იანვარი 2021,   08:59
ვრცლად
პატრიარქი არ იმართლებს თავს, ითმენს და ლოცავს იმ ხალხს, ვინც შეურაცხყოფას აყენებს - მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი პატრიარქის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პატრიარქი ქრისტეს გზას ირჩევს.

მეუფე გრიგოლის თქმით, პატრიარქი შეურაცხყოფას ითმენს და არ ცდილობს თავი იმართლოს.

"პატრიარქი გულისხმობს ქრისტიანულ ცხოვრებას. ყველა ქრისტიანს ებრძვიან და ეს გზა არის ვიწრო და ეკლიანი. ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ და იქცევა როგორც ქრისტე, არ იმართლებს თავს, ითმენს და კიდევ ლოცავს იმ ხალხს," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, გუშინ, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, "ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ".

დღის ამბები