26 ოქტომბერი 2021,   15:19
ვრცლად
ცაგერში "რთველი 2019" პრობლემებით მიმდინარეობს - ტვიშის მოსახლეობა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას უპირისპირდება

ტვიშის მოსახლეობა დღეს ისევ ქუჩაში გამოვიდა. მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ღვინის ჩამბარებელ კერძო კომპანიას ტყუილში ადანაშაულებენ. 

ჯემალ ნემსიწვერიძე ერთ-ერთია იმ მევენახეებიდან, რომლებიც უნიკალური ჯიშის ყურძნის რეალიზაციას ამ დრომდე ვერ ახრერხებენ. მევენახე ამბობს, რომ სხვა წლებთან შედარებით, წელს ცოლიკაურით დაინტერესება ნაკლებია. 

ცაგერში, სოფელ ტვიშში, წელს 35 ტონა ცოლიკაური დაიკრიფა. მევენახეები ყურძნის სრულად რეალიზაციას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ტვიშის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა, მათი თქმით, კომპანია “როიალ ხვანჭკარამ“ მევენახეები მოატყუა, რადგან 11 ტონა ყურძნის ჩაბარებას დაჰპირდა, საბოლოოდ კი მხოლოდ ხუთი ტონა შეისყიდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ღვინის კომპანია "როიალ ხვანჭკარის" წილის 98% მფლობელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან. კომპანიის დირექტორის თქმით, დამფუძნებლები ორგანიზაციის საქმიანობაში არ ერევიან და იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც მევენახეებისგან ყურძნის მცირე რაოდენობა შეიძინეს.

ტვიშში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული, ადგილობრივების თქმით, ყურძენი უკვე ფუჭდება და ღვინისთვის აუცილებელ თვისებებს დაკარგავს. 

ცაგერში დღეს კიდევ ღვინის ერთ-ერთი მწარმოებელი შევიდა, თუმცა ყურძნის სრულ მოცულობას, ვერც კომპანია "გიუაანი" შეისყიდის. ღვინის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი დასაბინავებელი არ დარჩება.

მევენახეები უნიკალური ჯიშის ყურძნის რეალიზაციის მოლოდინში არიან. თუ მეღვინეებმა და კომპანიებმა ცოლიკაური სრულად არ წაიღეს, ცაგერში "რთველი 2019"  წარუმატებელი იქნება.

დღის ამბები