26 ნოემბერი 2026,   10:24
ვრცლად
საქართველოს სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა.

შალვა გოგოლაძემ და პეტრა სიორ-ლინგმა საქართველოში 2030 წელს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს და მაგიდის ჩოგბურთის კიდევ უფრო განვითარების გზებზე იმსჯელეს.

"საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოვიდა, რომელიც ეხებოდა საქართველოში მაგიდის ჩოგბურთის განვითარებას, ასევე იმ შესაძლებლობას, რომელიც უკავშირდება 2030 წელს საქართველოში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარებას. ასევე საინტერესო საუბარი შედგა იმ კუთხით, რომ ჩვენ მომავალში ვაპირებთ, თითოეულ სკოლაში შევიტანოთ მაგიდის ჩოგბურთი", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

დღის ამბები