კომუნიკაციების კომისიამ, თერჯოლის მერიის თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა ტექნოლოგიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული რისკები განიხილეს. ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეუძლიათ თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გამოიყენონ.