ახალციხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს.
მთავარი ფინანსური დოკუმენტი 43 700 700 ლარით განისაზღვრა. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომავალი წლის გეგმებსა და სიახლეებზე ისაუბრეს. ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯანდაცვა, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამებია.